logo
ENG



სოხუმში ამბობენ, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა UNICEF-ისგან მიიღეს და არა საქართველოსგან

02 დეკ 202021:08
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/jsq94h21hrne0cm.jpg

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა არა საქართველოსგან, არამედ UNICEF-ისგან მიიღეს. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე დაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ ცხაკაიას თქმით, გრი​პის ვაქცინის გადაცემაზე საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენელი, ზურაბ ლაკერბაია აწარმოებდა. 

"საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერს ვიღებთ, ჯანდაცვის უწყება - მით უფრო". - თქვა ცხაკაიამ. 

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან გახარჯულია 160 ათასი დოზა. 

მისი თქმით, აქედან 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა. 


close დახურვა